weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

11 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის მამას 4 წელი მიესაჯა

14:07 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

თერჯოლის რაიონში მცხოვრები ფრიდონ აბჟანდაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ბავშვის თანდასწრებით მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფაში. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მათ მიერ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ფრიდონ აბჟანდაძე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამა არასრულწლოვან შვილს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა.

„აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, არასრულწლოვანმა 2020 წლის 23 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ფრიდონ აბჟანდაძე 2020 წლის 24 აგვიტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აბჟანდაძე ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში დამნაშავედ ცნო, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]