weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ გუმათში, რკინის ჯებირებთან დაძაბული ვითარებაა

21:45 კვირა, 30 მაისი 2021

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მეხუთე დღეა რიონის ხეობაში შესვლას ცდილობენ. ამ დროისთვის დაძაბულ ვითარებაა სოფელ გუმათში, სადაც დემონსტრანტების შესაკავებლად პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების კორდონის გარღვევას და ჯებირების მიღმა გადასვლას ცდილობდნენ. მათი შეძახილებიდან ისმის, რომ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

სამართალდამცველების მხარეს არის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მაკა სულაძე და მასთან ადვოკატს არ უშვებენ. ამ დროისთვუს უცნობია, დაკავებულია თუ არა ის.

განახლება: აქტივისტების ინფორმაციით, გუმათში პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები შვიდი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. 23 მაისიდან ისინი თბილისში მართავდნენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს, 26 მაისის აქციის შემდეგ კი სოფელ გუმათში დაბრუნდნენ და რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებს. პარალელურად, ისინი აქციებს მართავენ პოლიციის რკინის ჯებირებთან.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამ რეჟიმში პროტესტს გააგრძელებენ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]