weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში შუქრუთელი მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება

11:46 შაბათი, 05 ივნისი 2021
ფოტოზე - ერთ-ერთი მოშიმშილე / mtisambebi.ge-ის ფოტო ფოტოზე - ერთ-ერთი მოშიმშილე / mtisambebi.ge-ის ფოტო

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებსაც 26-ე დღეა პირი აქვთ ამოკერილი და შიმშილბენ, თბილისში სოლიდარობას გამოუცხადებენ. აქცია ხვალ, 6 ივნისს, 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC) და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ არიან.

მხარდაჭერა გამოვუცხადოთ შუქრუთელ მოშიმშილეებს, რომლებიც ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობას უკვე 100 დღეზე მეტია აპროტესტებენ. ისინი დიდი ხანია პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას მოითხოვენ, რაც ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

სწორედ ამიტომ, უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, მათ პროტესტის უკიდურეს ზომას - პირის ამოკერვასა და შიმშილობას მიმართეს. შემოგვიერთდით. ერთად გავაპროტესტოთ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ამ ადამიანების კერძო საკუთრების დაზიანება, გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სახელმწიფოს უმოქმედობა“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.

სოფელ შუქრუთის ქვეშ, მაღაროში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია მანგანუმს უკონტროლოდ მოიპოვებს, რის გამოც სოფელში სახლები ინგრევა, ეზოებში კი თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა და იქ ცხოვრება საშიში ან შეუძლებელია. დაზარალებული მოსახლეობა სამართლიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვს ცხოვრების უსაფრთხო ადგილზე გასაგრძელებლად.

მეექვსე დღეა მოშიმშილეები თბილისში ჩავიდნენ და აქცია აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს, სადაც მათ კარვის დადგმის უფლება არ მისცეს. შუქრუთელებს მანქანაში ან ღია ცის ქვეშ სძინავთ. ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ იმედი აქვს, მათი წუხილი მოსმენილი და გაგონილი იქნება. ამ დრომდე მოშიმშილეებს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია.

პროტესტის მონაწილეები გუშინ მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ და წყლის დალევაზეც უარი თქვეს. აქციის მონაწილეებს ფეხზე დგომა უჭირთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე სჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ მზად არის, დააკმაყოფილოს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა და მიყენებული ზარალის შეფასების პროცესში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩართოს „მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას მართლმსაჯულება გადაწყვეტს“.

ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ უარყოფს, რომ „შუქრუთი +“ აზიანებს სოფლის მოსახლეობას და ზარალს არ ანაზღაურებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, კომპანია კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც დღეისთვის, ჯამურად, 2 მილიონ ლარამდეა. ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით კი, კომპენსახიის სახით მიღებული თანხა ჯამში 30-40 ათას ლარს არ აღემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]