weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

პანსიონში ბავშვები სავარაუდოდ სახელმწიფოს გვერდის ავლით მიიღეს – ლომჯარია

13:26 ორშაბათი, 07 ივნისი 2021 hits 115

დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ბავშვები, რომელთა შესახებაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არ ჰქონდა ინფორმაცია და შესაბამისად, არ იყვნენ რეგისტირებულები, აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

ნინო ლომჯარიას თქმით, ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა გაავრცელა ვიდეოები, სადაც სკოლამდელი ასაკის მცირეწლოვნები ჩანან.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ოფიციალურ დოკუმეტნტაციაში 2016 წლის შემდეგ პანსიონში ბავშვის ჩარიცხვა არ ფიქსირდება. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სახელმწიფო ორგანოების გვერდის ავლით პანსიონმა ბავშვები 2020 წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც დაწესებულებაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებიც ვერ შედიოდნენ.

„მაისის ბოლოს მივიღეთ კიდევ ერთი წერილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან, რომელიც გვატყობინებდა, რომ ამ პანსიონში არ ირიცხებიან სკოლამდელი, ანუ 6 წლამდე ასაკის ბავშვები, თუმცა პანსიონის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ კადრებში, ჩანან ბავშვები, რომელთა ასაკი, სავარაუდოდ, 4-5 წელია. ამ კადრების გავრცელების შედგომ, ამ ფაქტით დავინტერესდით და თვითმხილველებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჩაირიცხნენ პანსიონში გასული წლის დეკემბერში, თუმცა, ცალსხად მინდა გითხრათ, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტაციში ბავშვები არ ჩანდნენ.

პანსიონში ბავშვები შეიძლება ჩაირიცხონ მხოლოდ სახელმწიფოს გავლით, ანუ ბავშვი სახელმწიფოს სოციალურმა აგენტმა უნდა ჩარიცხოს. შესაბამისად, ეს მაფიქირებინებს, რომ ძალიან მაღლი ალბათობით პანსიონში ხვდებოდნენ ბავშვები, რომელთა შესახებაც სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაციით, არის სამი ბავშვი. აქედან ორი მცირეწლოვანია 4-5 წლის და მესამე ბავშვებზე დამატებით გვინდა მოვიძიოთ, ვინ არის“, – განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოსთვის უცნობი იყო პანსიონში ამ ბავშვების არსებობის შესახებ, შესაბამისად, დიდი ალბათობით, მათი საჭიროებებიც უგულებელყოფილი იქნებოდა.

2 ივნისს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე აცხადებდა, რომ პანსიონში 53 ბავშვი იმყოფებოდა. მას შემდეგ დაწესებულებიდან 6 ბავშვი გამოიყვანეს და დაწესებულებაში 47 არასრულელოვანი დარჩა. მოგვიანებით, კიდევ 20 ბავშვის გამოყვანა მოხდა, რომელთაგან 7 შეზღუდული შესაძლებლობისაა. ამ მოცემულობით, პანსიონში 27 ბავშვი უნდა იყოს.

სოციალურ მუშაკს პანსიონში 2020 წლის 20 ივნისიდან არ უშვებდნენ მანამ, ვიდრე 15 აპრილს ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა არ გაავრცელა. მერი მაღლაფერიძის თქმით, პანსიონში შესვლის პრობლემა ნამდვილად იყო, რასაც პანსიონის ადმინისტრაცია პანდემიით ხსნიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]