weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში საწვავის შეტანა პოლიციის დახმარებით შეძლო

19:04 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021

სოფელ ტვიშში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. ჰესის მშენებელმა კომპანია ენკა რინიუებლზმა ხეობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო საწვავი და სხვა რესურსი სამართალდამცველთა მობილიზებითა და დახმარებით შეიტანა, რასაც მოქალაქეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

აქტივისტების ინფორმაციით, 30-მდე მოქალაქის წინააღმდეგ ტვიშში ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული და ისინი გზის სავალი ნაწილიდან იძულებით გადაიყვანეს. დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.

ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები 226-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. „ენკა რინიუებლზი“ ხეობაში მუშაობას პროტესტის ფონზე და პოლიციის დახმარებით, 3 აპრილიდან აგრძელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, არსებული ნებართვების ფარგლებში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რაც სადერევაციო გვირაბის მშენებლობას გულისხმობს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში ორ თვეა არ უშვებენ. ისინი კომპანიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას რიონის ხეობისკენ მიმავალი ყველა გზის გადაკეტვით ცდილობენ. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტივისტები მორიგეობენ გუმათჰესის, გუმათის, დღნორისას, ჯიმასტაროს, ტვიშისა და ქვილიშორის გზებზე.

მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა, თუმცა მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გასაჯაროვდა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონტრაქტი კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა და გაფართოვდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ 2019 წლის 21 ნოემბერს ინვესტორ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 121 ლარად საკუთრებაში, 99 წლის ვადით, გადასცა რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი. კომპანიამ წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

 

ამ თემაზე:

100 წელი და ა.შ. - ასეთი პირობებით ნამახვანჰესის პროექტს არ გავაგრძელებთ – ღარიბაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]