„დღეისთვის 18 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან (ე.წ. ბრიტანული) ერთად, უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ ინდური შტამიც. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს არიან ძირითადად ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს, ჩატარებული 29 734 ტესტის შედეგად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 23 ადამიანი კი გარდაიცვალა. 1092 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 586 შემთხვევა – თბილისში გამოვლინდა, ხოლო რეგიონებიში ასეთი მაჩვენებლები იყო: იმერეთი – 131, ქვემო ქართლი – 81, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 61, შიდა ქართლი – 58, აჭარა – 56, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 11, გურია – 8.