weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევიდან 470 თბილისშია, 69 – იმერეთში, 53 – აჭარაში

11:43 ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021

ჩატარებული 34 668 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1092 ახალი შემთხვევა იყო.

15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.34%-ია, ბოლო 14 დღის – 2.54%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.36%.

ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან 470 თბილისშია, რეგიონებში კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 69

აჭარა – 53

ქვემო ქართლი – 53

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 50

შიდა ქართლი – 39

კახეთი – 38

მცხეთა-მთიანეთი – 24

სამცხე-ჯავახეთი – 6

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

გურია – 3

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 672 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 9282 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 5748 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 2935 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, მძიმე პაციენტია 672 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 189 ინფიცირებული იმყოფება;
  • 599 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 356 179 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რეგისტრირებული, საიდანაც 341 775 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 5096 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]