„გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს შს მინისტრის მოადგილეებმა, შალვა ბედოიძემ და ვლადიმერ ბორცვაძემ პირადად წარუდგინეს.