weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაზა გახელაძის მამის თქმით, პრემიერმა ურჩია ოკუპირებულ ცხინვალში არ გადავიდეს

15:56 სამშაბათი, 22 ივნისი 2021
ფოტოზე - მიხეილ გახელაძე ფოტოზე - მიხეილ გახელაძე

ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მიხეილ გახელაძის თქმით, პრემიერმა ურჩია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდეს, თუმცა გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა.

მიხეილ გახელაძის განცხადებით, ხელისუფლებას ერთი წელი ჰქონდა ზაზას გასათავისუფლებლად. 

„წუხელ ჩემი ნალაპარაკები ნახეს, წაიკითხეს და მთხოვეს, თუ შეიძლებოდა ჩავსულიყავი და პირადად შევხვედროდი პრემიერ-მინისტრს. ეს ზარი ოჯახის წევრებსაც არ გავანდე, მაინტერესებდა, რას მეტყოდა. ჩავედი ღარიბაშვილოთან.

თქვენ დაგვპირდით, რომ ორ კვირაში ზაზა უნდა გამოსულიყო და ვერ გამოიყვანეთ მეთქი. ალბათ თქვენ სხვანაირად გაიგეთ, ეგ სიტყვა მე მასე არ მითქვამსო.

კონკრეტული არაფერი გვითხრა. ვუთხარი რომ ჩვენი დიალოგი ასე ვერ წავა მეთქი, ჩვეულებრივ ვაპირებ ხვალ გადასვლას და ოჯახში ვინც დარჩებიან, აქციებს გააკეთებენ მეთქი. გვირჩია არ გადახვიდეთ, ბავშვებზე სტრესი უფრო ცუდად იმოქმედებსო. წამოსვლისას ვუთხარი - რადგან ვთქვი, მაინც უნდა გადავიდე მეთქი“, – განაცხადა მიხეილ გახელაძემ ჟურნალისტებთან.

ამ თემაზე: უსაფრთხოება მუშაობს, რომ გახელაძის ოჯახის აქციებმა პროვოკაცია არ გამოიწვიოს – ზალკალიანი

ხვალ, 23 ივნისს ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში 34 წლის გახდება. ის თითქმის ერთი წელია საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. ოჯახს პრეტენზია ხელისუფლებასთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აქვს, რომლისგანაც, გახეელაძეების თქმით, მაისში მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარი 31 მაისამდე გათავისუფლდებოდა.

15 ივნისს სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განიხილეს შესაძლებლობა, რომ ზაზა გახელაძე ოჯახის წევრებმა პატიმარი ცხინვალში მოინახულონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით ცხინვალში გადასვლას გახელაძეები არ დათანხმდებიან, ისინი თავად აპირებენ ე.წ. საზღვრის დარღვევას და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისთვის ჩაბარებას.

გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]