weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაკავებული მამა-შვილი მეზობელ ბავშვზე სავარაუდოდ ორი წელი ძალადობდა

13:39 პარასკევი, 25 ივნისი 2021

სამეგრელოს ერთ-ერთი სოფელის მცხოვრებლები არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების დასჯას ითხოვენ. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ბავშვის მამიდა არასრულწლოვნის მონაყოლზე დაყრდნობით ამბობს, რომ მეზობელი მამა-შვილი სექსუალურ ძალადობას და მუქარას ორი წელი ახორციელებდა.

„ბავშვის თქმით, მამა-შვილი თითქმის ორი წელი ახორცილებედა ასეთ საზიზღარ ქმედებას. ბავშვი მალავდა, რადგან აშინებდნენ დანით, თოფით – დედას მოგიკლავთ, მამას ამოგიხოცავთ და ამის შიშით ბავშვი ვერ ამხელდა. ბოლოს ალბათ გაუჭირდა და დედას გაუმხილა. ბავშვი მუცლის არეს იტკიებდა და გადაიყვანეს ქუთაისში ექსპერტიზაზე, დასკვნა დადებულია, პოლიციამ ჩაატარეა გამოძიება და ამის საფუზველზე აიყვანეს მამა-შვილი. ვითხოთ მათ მუდმივ პატიმრობას. ბავშვი ფსიქოლოგებთან არის, შოკში და სტრესშტია“, – განაცხადა ქალმა ტელეკომპანია „პირველთან“.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულები არიან 36 და 65 წლის მამაკაცები. დანაშაულის შესახებ ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას. როგორც შსს-ში განმარტავენ, სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურების მუხლით არის აღძრული.

დღეს დაკავებულების ორსართულიან საცხოვრებელ სახლს სავარაუდოდ სოფლის მცხოვრებლებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]