weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში – სახალხო დამცველი ღირსების მარშზე

13:33 სამშაბათი, 29 ივნისი 2021

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, როგორც ღირსების მარშის, ისე კონტრაქციის მონაწილეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გავიდნენ ქუჩაში და თქვან თავიანთი სათქმელი.

„საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას ყველა პირს, რომ მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში და თქვას თავისი სათქმელი, ანუ ისარგებლოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, როგორც „პრაიდს“, ისე კონტრაქციას აქვს უფლება გამოხატოს თავისი სათქმელი, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.

იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ჯგუფი შეეცდება, ჩაერიოს სხვის გამოხატვის თავისუფლებაში, ან ხელი შეუშალოს შეკრებას, რა თქმა უნდა, ეს არ არის დაცული კონსტიტუციით, ეს იქნება სამართალდარღვევა და სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა მოახდინონ ამ ყველაფერზე რეაგირება, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

გუშინ, ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა.

 „ღირსების მარში“ თბილისში 5 ივლისს გაიმართება. ღონისძიება დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც პირველი ივლისიდან დაიწყება. წელს მარშის სლოგანია „გამოდი სოლიდარობისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]