weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1010 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 19 ინფიცირებული

11:35 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 28 617 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 29 ივნისს, 1194 ახალი შემთხვევა იყო.

ბოლო 24 საათში დადასტურებული ინფიცირების 1010 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 83

ქვემო ქართლი – 65

აჭარა – 58

კახეთი – 49

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 31

შიდა ქართლი –23

მცხეთა-მთიანეთი – 10

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

სამცხე-ჯავახეთი – 4

გურია – 2

კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.53%-ია, ხოლო ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელი 2.69%-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 603 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8989 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 5759 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 2669 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 586 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 158.
  • 561 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 366 078 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 351 747 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5316 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]