weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისი-ბათუმის მიმართულებით დღეში 3 რეისი შესრულდება

14:59 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

პირველი ივლისიდან, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს დაამატებს. რკინიგზის ინფორმაციით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი შესრულდება. ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და სალაროებში. 

კომენდანტის საათის გაუქმების გამო, იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც.

მატარებლით მგზავრობის დროს ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები:

  • გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით;
  • ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული;
  • მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად;
  • პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]