weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წალკაში ტვ „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გოჩა აფრასიძე დააკავეს

09:33 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

წალკის რაიონის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე გუშინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით გოჩა აფრასიძე დააკავეს. 54 წლის გოჩა აფრასიძე სოფელ წინწყაროში წალკის მერის წარმომადგენლის, გიორგი აფრასიძის ბიძაა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გოჩა აფრასიძე მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია „პირველის“  ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი“, – აცხადებს შსს.

ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილის თქმით, ის და მისი ოპერატორი წინწყაროში ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით, სოფელში არსებული პრობლემების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ, მერის წარმომადგენლის ოჯახის წევრები და ახლობლები კი კრიტიკულმა შეკითხვებმა გააღიზიანა.

„როდესაც გოჩა აფრასიძემ დაგვინახა, ის პირდაპირ დაგვემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით, წამოვიდა ჩვენსკენ, დააზიანა ჩვენი კუთვნილი ინვენტარი და ფიზიკურად გაგვისწორდა. გოჩა აფრასიძე და მისი დედა მეორედ დაგვიპირისპიდნენ გამგეობის შენობასთან, რომელიც ადმინისტრაციული შენობაა, თუმცა, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ეს შენობა აფრასიძეებს აქვთ მისაკუთრებული და საცხოვრებლად იყენებენ. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ვეცადეთ, მივედით შენობასთან, თუმცა ფიზიკურად იქაც დაგიპირისპირდნენ, დაგვიზიანეს ინვენტარი და მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხოფა. იქ უკვე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა მათ არავინ დაუკავებიათ“, – ამბობს ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი.

ვიდეოკადრებში, რომელიც „პირველმა“ გამოაქვეყნა, ჩანს, როგორ აგინებს გოჩა აფრასიძე გადამღებ ჯგუფს, ოპერატორს ემუქრება „კბილების ჩამოღებით“, მიკროფონს ღრუბელს აძრობს და ჟურნალისტს ესვრის.

წინწყაროში წალკის მერის წარმომადგენელმა, გიორგი აფრასიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ მისი ბიძა ტვ „პირველის“ მხრიდან პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]