weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოგო წულაია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

17:20 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, 6000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლემ წულაიას აღკევთის ღონისძების სახით შეფარდებული პატიმრობა გორაოთი დღეს შეუცვალა. ამასთან, მას დაზარალებულთან კონტაქტი აეკრძალა.

საპატიმროს დატოვების შემდეგ გოგი წულაიამ განაცხადა, რომ ის პოლიტპატიმარი იყო და რეალურად, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას გინების გამო დააკავეს.

„25 კილო დავიკელი. პირველი შიმშილობა 14 დღე ვიშიმშილე, მერე გავწყვიტე, მერე ვიშიმშილე 7 დღე და მერე წავიკითხე ნაპოლეონი, სადაც ის წერს – ჩემი დაცემის დროს ბედისწერა მეუბნებოდა, მოკვდიო, მაგრამ ღირსება მეუბნებოდა – იცოცხლეო, მე გადავწყვიტე მეცოცხლა. ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, რომ მოძალადე ვარ. ნამდვილად არ მიძალადია. ეს ქალბატონი არის სუს-ის აგენტი“, – განაცხადა წულაიამ.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს, 19 მარტს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, გოგი წულაიამ ქალის მიმართ, მისი ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

„ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გოგი წულაიამ შებოჭა იგი და ძალადობით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. მას შემდეგ, რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გოგი წულაიამ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გოგი წულაიას მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა“, – აცხადებდა პროკურატურა.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გოგი წულაიამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერას ტელევიზიით მიმართა: „არ მინდა საეთერო დრო დავაბინძურო, მაგრამ გეუბნები ბერა, აი, გაგინებ, ხელებატატებული გაგინებ. მოდი და გამისწორდი“. მანამდე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ, როგორ შეაშინეს და დასაჯეს ბავშვი, რომელმაც სოციალურ ქსელში ბერა აგინა. პროკურატურა ირწმუნება, რომ აღნიშნული ჩანაწერები უკანონოდ მოპოვებულია წინა ხელისუფლების დროს, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, შემდეგ კი მოდელირებული და გაყალბებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]