weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ქალს, რომელიც ამბობს, რომ თავს სექსუალური ძალადობისგან იცავდა, მკვლელობისთვის 9 წელი მიუსაჯეს

13:27 პარასკევი, 02 ივლისი 2021

თელავის რაიონულმა სასამართლომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები 39 წლის ხაიალა ხუბანოვა დამნაშავედ ცნო თანასოფლელი მამაკაცის განზრახ მკვლელობაში და 8 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულის ადვოკატმა, დარეჯან გილაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, მოსამართლე თამარ კაპანაძის განაჩენს სააპელციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დაცვის მხარე საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ხაიალა ხუბანოვა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და თავს სექსუალური ძალადობისგან იცავდა.

„ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ ეს მკვლელობა ჩადენილი იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. საუბარია ბრალდებულის ქმრის ნათესავის მხრიდან სქესობრივი ძალადობის მოგერიებაზე. პროკურატურას ჰქონდა გარკვეული მტკიცებულებები, თუმცა განზრახ მკვლელობის დამადასტურებელი – არცერთი. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გამოიტანა ისეთი განაჩენი, როგორიც გვაქვს. ჩვენ ვდაობთ იმაზე, რომ საქმე აღძრული იყო არასწორი კვალიფიკაციით და განაჩენიც არასწორი კვალიფიკაციით დადგა. კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დავას შემდგომშიც გავაგრძელებთ“, – ამბობს ადვოკატი დარეჯან გილაშვილი.

ხაიალა ხუბანოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ქალმა ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ი.ხ. მაშინ, „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ მოკლული, 36 წლის მამაკაცი ქალს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

განზრახ მკვლელობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]