„მესამე ხარისხმოვანია ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მოსწონს თუ არა პრაიდები. ეს არის დაცინვა, არანაირი ალტერნატივა, მხოლოდ აკრძალვა. ეს არის მიუღებელი. მინდა პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ. ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ, შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერზე და ბერზე. ჩვენ ქართველი ერი და ბერი ნებისმიერ სიბინძურის პრადის ვშლით“, – განაცხადა ფალავანდიშვილომა.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ღონისძიება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და ის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამასთან, ღარიბაშვილმა მარშის ორგანიზატორებს მიმართა, მხედველობაში მიიღონ პოლიციის მიერ რისკების და საფრთხეების შეფასება და მარში რუსთავლის გამზირის ნაცვლად სხვა, ალტერნატიულ ადგილზე ჩაატარონ.