weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პრემიერს მივადგებით კაბინეტში თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერზე და ბერზე – ფალავანდიშვილი

12:52 ორშაბათი, 05 ივლისი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს, რომ ის და მისი თანამოაზრეები არ ხუმრობენ და თუ ღირსების მარში არ აიკრძალება, მას ჯერ ჩაშლიან, შემდეგ კი პრემიერს კაბინეტში მიადგენიან.

„მესამე ხარისხმოვანია ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მოსწონს თუ არა პრაიდები. ეს არის დაცინვა, არანაირი ალტერნატივა, მხოლოდ აკრძალვა. ეს არის მიუღებელი. მინდა პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ. ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ, შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერზე და ბერზე. ჩვენ ქართველი ერი და ბერი ნებისმიერ სიბინძურის პრადის ვშლით“, – განაცხადა ფალავანდიშვილომა.

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ღონისძიება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და ის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამასთან, ღარიბაშვილმა მარშის ორგანიზატორებს მიმართა, მხედველობაში მიიღონ პოლიციის მიერ რისკების და საფრთხეების შეფასება და მარში რუსთავლის გამზირის ნაცვლად სხვა, ალტერნატიულ ადგილზე ჩაატარონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]