weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობს

22:35 სამშაბათი, 06 ივლისი 2021

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია იმართება, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. აქციას პოლიტიკოსები, სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები და „თბილისი პრაიდის“ აქტივისტებიც შეუერთდნენ.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები. ისინი ქვებს, შუშის ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ისვრიან, მუდმივად ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და მშვიდობიან აქციაზე შეჭრას. ჟურნალისტების ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფის წევრები პოლიციელებზეც ძალადობენ.

ცოტა ხნის წინ მდუმარე აქციაზე ცისარტყელასფერებიანი დროშა გაშალეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

ძალადობისა და ოფისის დარბევის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტი გამოავლინეს, ამ დრომდე მხოლოდ 3 პირია დაკავებული ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]