weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ ძალადობრივ კონტრაქციაზე 102 პირი დააკავა

10:19 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021

რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ ძალადობრივ კონტრაქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 100 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირებიდან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ამასთან, შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით ორი ადამიანი დააკავეს – „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ი.ყ. არის დაკავებული, ხოლო 1965 წელს დაბადებულ გ.შ.-ს საპატრულო პოლიციის ავტომანქანის საქარე მინის დაზიანება ედება ბრალად.

პარლამენტის წინ გუშინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართული ორივე აქციის მიმდინარეობისას გაატარა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა, რათა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გამოეხატათ მოქალაქეებს პროტესტი. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აცხადებს შსს.

გუშინ, 6 აპრილს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები. ისინი ქვებს, შუშის ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მუდმივად ცდილობენ პოლიციის კორდონების გარღვევას და მშვიდობიან აქციაზე შეჭრას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]