weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავეს

10:50 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021
ფოტოზე - ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც „სირცხვილიას“ ოფისში სცემეს ფოტოზე - ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც „სირცხვილიას“ ოფისში სცემეს

ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის ბრალდებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ 5 ივლისს გამართული ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის კიდევ ოთხი მონაწილე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აცხადებს შსს.

ამ დროისთვის მედიასაშუალებების თანამშრომლებზე ძალადობისთვის სულ შვიდი პირია დაკავებული. აქედან სამის დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. დაშავებული ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ სამართალდამცველებმა მათი უსაფრთხოება არ დაიცვეს და შორიდან ადევნებდნენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას.

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ორგანიზებით აქცია გაიმართება, სადაც მოითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა უწყების მიერ დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]