weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი საავადმყოფოდან გაწერეს

14:22 შაბათი, 10 ივლისი 2021

თბილისში, 5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი საავადმყოფოდან გაწერეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ის რამდენიმედღიან სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

„საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი.

 ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ“, – აცხადებს იაცეკ კოლანკიევიჩი.

იაცეკ კოლანკიევიჩი 5 ივლისს, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს, როდესაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით შეკრებილი ჰომოფობიური განწყობების მქონე მოქალაქეები თბილისის ცენტრში ჟურნალისტებსა და გამვლელებს ესხმოდნენ თავს. თვითმხილველის თქმით, პოლონელი ტურისტი სავარაუდოდ გრძელი თმისა და საყურის გამო დაჭრეს. მას ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სამარტალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონეთის მოქალაქეს და დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

„ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, – აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ხულიგნური ქვენა გრძნობით მკვლელობის მცდელობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდა მამაკაცს 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]