weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ქართული ოცნების“ ოფისთან ადმინისტრაციული წესით 12 ადამიანი დააკავეს

00:37 სამშაბათი, 13 ივლისი 2021

„ქართული ოცნების“ ოფისთან მობილიზებულმა სამართალდამცავებმა იქ გამართულ აქციაზე 12 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – აცხადებს შს სამინისტრო.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართული ოცნების“ ოფისისა და პოლიციელების მისამართით კვერცხები ისროლეს და წითელი საღებავი გადაასხეს.

„ეს პოლიცია არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული დაჯგუფება. ეს პოლიცია არ არის, იმიტომ, რომ კანონს არ ასრულებენ. ამ საღებავის ადრესატი არის „ქართული ოცნება“, კონკრეტულად ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან იწერს ქულებს. მთელი „ქართული ოცნება“, დეპუტატები, ისინიც თანამონაწილეები არიან, პოლიციელებიც თანამონაწილეები არიან, რომელთა მოვალეობაც იყო ამ ადამიანის (ლექსო ლაშქარავას) დაცვა. ამიტომ, მოუწევთ საღებავის ატანაც, კვერცხის ატანაც და პროტესტის ატანაც, შემდეგ კი წასვლა მოუწვეთ. ეს ყველაფერი არის ლექსოსთვის და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციაზე „პროვოკატორის“ მოქმედებებზე საუბრობს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია.

„ჩვენ ვართ მშვიდობიანები. კვერცხის სროლა არის მშვიდობიანი ფორმა. ბუშტების სროლა, საღებავით იქნება ეს თუ ტომატის წვენით, არის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმა, რაც არ აზიანებს არავის და არაფერს. პოლიციელები გვიგზავნიან პროვოკატორებს, რომლებიც ამტვრევენ მანქანებს“, – თქვა გვარამიამ.

დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისთან რამდენიმე საათის წინ გადაინაცვლეს. მანამდე ისინი აქციას სახელწოდებით „ლექსოსთვის“ პარლამენტის შენობასთან მართავდნენ. საპროტესტო გამოსვლები გუშინ დაიწყო - მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის მიერ 5 ივლისს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომას ითხოვენ.

 

ამ თემაზე:

შუალედური დასკვნით, დაღუპვის მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყოს - შსს ლაშქარავაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]