weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

გასულ ორ-სამ დღეში მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება – გაბუნია

11:38 სამშაბათი, 13 ივლისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, რაზეც ის მიუთითებს, პედიატრიული პაციენტებისთვის საწოლების დამატება გახდა საჭირო. გაბუნიას თქმით, თბილისში 200-მდე საწოლი სრულად შეივსო.

„გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800-ს შემთხვევას. ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა, მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე.

მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ გასული ორი-სამი დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რაც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამდენად, ამ შემთხვევაში, მთავარი გადაწყვეტა არის ვაქცინაციის პროგრამა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის დელტა შტამის 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

დღეს, ჩატარებული 35 117 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფიცირების 1136 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის იმერეთი, სადაც 164 შემთხვევაა, შემდეგ კახეთი – 115 შემთხვევა და ქვემო ქართლი – 104 შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]