weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსის 1808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი

11:32 შაბათი, 17 ივლისი 2021

ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსზე 34 979 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 1808-ის პასუხი დადებითი იყო. გუშინ ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გუშინწინ 1398. 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.17%-ია, ბოლო 14 დღის 4.50%, ბოლო ერთი კვირის კი 4.86%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1808 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1046 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 161

იმერეთი – 123

კახეთი – 111

ქვემო ქართლი – 97

შიდა ქართლი – 78

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74

სამცხე-ჯავახეთი – 43

მცხეთა-მთიანეთი – 39

გურია – 19

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 ინფიცირებული, 22 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 17 313 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 12 170 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4135 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე, 805 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი;
  • 1008 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 386 195-ს შეადგენს. აქედან 363 318 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 5538 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]