weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

სკოლებში დისტანციური სწავლება პრობლემას არ გადაწყვეტს, გადაწყვეტა არის ვაქცინაცია – გაბუნია

15:16 სამშაბათი, 20 ივლისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბინიას განცხადებით, სკოლებთან მიმართებაში სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ ივლისი და აგვისტო აქტიური ვაქცინაციისთვის იქნეს გამოყენებული. მისი თქმით, სკოლებში შეზღუდვების დაწესება და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა პრობლემის გადაწყვეტა არ არის.

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები, დარჩენილი პერიოდი, სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სკოლები დახვდნენ სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში. სკოლის პირობებში დღეს შეზღუდვა გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია. ამდენად, ყველასთან თხოვნა მექნება, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს ნამდვილად არის შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს, ჩატარებული 36 375 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ინფიცირებული, 880 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 18 197 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4495 ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის იმის მსგავსი, რაც გასული წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში იყო.

„ეს ძალზე საყურადღებოა. ყველა ინდიკატორით ჩვენ გადავედით წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა რეკომენდაციით, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]