Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.42%-ია, ბოლო 14 დღის –5.03%, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 5.53%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2415 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1391 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 202
ქვემო ქართლი – 172
კახეთი – 149
იმერეთი – 147
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 97
შიდა ქართლი – 90
მცხეთა-მთიანეთი – 67
გურია – 47
სამცხე-ჯავახეთი – 40
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13
ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 ადამიანი, 26 კი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 19 643 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 13 876 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4584 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 899 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი;
- 1183 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 393 360-ს შეადგენს. აქედან ვირუსისგან 368 073 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5618 კი გარდაიცვალა.
ამ თემაზე:
ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, რიგი გამკაცრებები იქნება – გამყრელიძე