weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის ორი მონაწილე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

15:34 ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021

სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის წინაღმდეგ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 3000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალათ.

„მოსამართლემ დღეს ისინი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა გირაოს საფუძველზე. სასამართლო სხდომები კიდევ უნდა გაიმართოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბიჭები ორი თვე იყვნენ დაკავებული და დღეს ისევ ჩვენთან არიან და გააგრძელებენ რიონის ხეობის დაცვისთვის ბრძოლას“, – აღნიშნა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

სამართალდამცველებმა დავით ხუციშვილი 10, ირაკლი მუკბანიანი კი 1-ელ ივნისს დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მუკბანიანის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ახალ საყულიაში, სვანების უბანში სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მტკიცებით, ბრალდებულები 29 მაისს, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

გოლეთიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ბრძოლას აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]