weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

არავითარი „ლოქდაუნი“ არ იგეგმება – იმნაძე

13:36 სამშაბათი, 27 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მიუხედავად, ქვეყნის ჩაკეტვა არ იგეგმება, რადგან დღეს კორონავირუსის მართვის სხვა საშუალებები არსებობს. იმნაძემ ამ საკითხზე დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

„არავითარი ლოქდაუნი არ იგეგმება იმიტომ, რომ მთელი წელიწადი იყო ლაპარაკი – „რატომ ვართ ლოქდაუნში“. ახლა მართვის სხვა საშუალებებია: პირველი – ავიცრათ, მეორე – ვატაროთ ნიღაბი. რა თქმა უნდა, კლინკებში კიდევ დაემატება ადგილები, ასევე დაემატება საკარანტინო სივრცეები და ე.წ. კოვიდ-სასტუმროების ადგილები, რომ მოხდეს იმ ადამიანების იზოლირება, ვისაც სახლში ამის საშუალება არ აქვთ. ეს ადგილები ყოველდღიურად ემატება, ამის რესურსი არის. პირადი პასუხისმგებლობაც ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანებს?!“, – განაცხადა იმნაძე.

ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ არის მიღებული უფრო მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის ბიზნესებისთვის, მან ასე უპასუხა:

„ჭრელო პეპელას ვარიანტია. მე აქ ერთი წელი მესმოდა, რატომ არის შეზღუდვებიო. ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი რამ: ახლა აღარ დასჭირდებათ შეზღუდვა. შეზღუდვა ის იქნება, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არ დაიცავს რეგულაციებს და არ აცრის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ჩავარდებიან ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ ტურისტი თუ წავა აქედან ინფიცირებული (და უკვე ბევრია ასეთი შემთხევვები), მათ შორის, ისრაელში, ქუვეითში, სინგაპურში, იქიდან ტურისტს გამოუშვებს ვინმე იმ სასტუმროში?“.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.68%-ია, ბოლო ორი კვირის – 6.03%, ბოლო ერთი კვირის – 6.71%.

ინფიცირების 3666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1938 შემთხვევა, აჭარაში – 378, იმერეთში – 362, კახეთში – 222, შიდა ქართლში – 205, ქვემო ქართლში – 179, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 175, მცხეთა-მთიანეთში – 83, გურიაში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 25 844 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 18 896 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის, 5185 ადამიანი კი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 996 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]