weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2021

არჩევნებამდე „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა – გვარამია

18:12 სამშაბათი, 27 ივლისი 2021 hits 214

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ამის შესახებ განცხადება გვარამიამ დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია მენეჯერების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ვიდრე ჩვენ აქ ვიხილავთ მედიაზე ზეწოლის, ძალადობის, ცენზურის ფაქტებს, ზუსტად ამ განხილვის პერიოდში მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენს გაყიდვების სახლში. ეტყობა, ჯერ ტელევიზიაში ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის. ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანიის დირექტორი ამბობს, რომ საგადასახადო დარღვევები არ აქვთ, ინსპექციის შესვლა კი არჩევნების მოახლოებას უკავშირდება. ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციური მედიის გაჩუმებას ცდილობს.

„შევიდნენ. თავის დროზე, ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედია დაფინანსება და ასე შემდეგო. ასე ვთქვათ, გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ. ეს ინფორმაცია გვქონდა აქამდეც, ველოდებით საგადასახადო პოლიციას და მერე კიდევ პროკურატურას.

ამ ქვეყანაში ყველა მეთოდით ამთავრებენ მედიას, არჩევნებამდე ორი თვით ადრე და ეს არი უკვე დაწყებული არჩევნების გაყალბება.

რა თქმა უნდა, ოპოზიციური მედიების გაჩუმება დასრულდება სხვა საარჩევნო შედეგით, იმიტომ, რომ დასრულდება ოპოზიციის მხარდაჭერა და ჩვენ ვუჭერთ მხარს ოპოზიციას, რადგან ასეთი პოლიტიკური არჩევანი გვაქვს და დასრულდება „ქართული ოცნების“ კრიტიკა“, – განაცხადა გვარამიამ.

„მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, საგადასახადო სამსახური შემოწმებას დისტანციურად, ვირტუალურად ახორციელებს. მისივე თქმით, გაყიდვების სახლში გეგმიური შემოწმება ერთი წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

ამ თემაზე:

სამ პარტიულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს, ეს გამოსაძიებელია – კობახიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]