weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის – ტიკარაძე

12:36 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პანდემიასთან საბრძოლველად ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირებაა, ხოლო იმუნიზაცია დამატებითი ბენეფიტია.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, რადგან იმუნიზაციის პროცესშიც კი, ხშირი არის ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ვაქცინაციაში, თუმცა ინფექციის გავრცელება მაინც ხდება.

ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია ეს არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და ხელმისაწვდომობა მოსახლეობას აქვს. ახლა მთავარია ამ პროცესში ჩართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებული 20 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეორე დღეა, COVID-19-ით ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში ვლინდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსი 27 456 ადამიანს აქვს, მათგან 20 402 სახლში მკურნალობს, 5256 კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, დღეისთვის სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ 144 222 ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 8.5%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]