weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2021

დღეში საშუალოდ 14 ათასი ადამიანი იცრება, ეს სამიზნე მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია – გაბუნია

13:30 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021 hits 158

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ და გუშინწინ, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დღეში 14 ათასამდე ადამიანი აიცრა, თუმცა ეს რაოდენობა სამიზნე მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში, ანუ 26 და 27 ივლისს, ვაქცინირებული პირების რაოდენობა იყო 14 ათასამდე. გუშინ აცრილთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, ჩავთვალოთ, რომ საშუალოდ არის 14 ათასი. ჩვენი სამიზნე არის თითქმის ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება იმისთვის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს.

25-30 ათასი არის სამიზნე მაჩვენებელი, რომლის მიღწევაც გვინდა. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გათანაბრდეს

„ფაიზერის“ ამცრელი კაბინეტები დაემატება სხვა რეგიონულ წერტილებში, რათა მოსახლეობას ყველა ჰოსპიტალში ჰქონდეს „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამ თემაზე: მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის – ტიკარაძე

საქართველოში დღეს კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებული 20 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეორე დღეა, COVID-19-ით ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში ვლინდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსი 27 456 ადამიანს აქვს, მათგან 20 402 სახლში მკურნალობს, 5256 კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, დღეისთვის სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ 144 222 ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 8.5%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]