გიორგი ახალკაცი ადვოკატთან ერთად გორის პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა.
„გამოძიება დაწყებულია ქურდობის მუხლით და იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები დაადგენენ, რა ვითარებაში გაუჩინარდა „მთავარი არხის“ კუთვნილი აპარატურა. ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს სამეთვალყურეო კამერების შემოწმება“, – განაცხადა ჟურნალისტმა პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ.
ორი კვირის წინ, სენაკის თეატრის შენობაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და დღემდე არ დაუბრუნებია. მომხდარის გამო, გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. 23 ივლისს ტელეკომპანიამ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, წულუკიანმა მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, მინისტრმა თავისი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც წაახალისა.