weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გორში მათ კორესპონდენტს მიკროფონი მოპარეს

10:49 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გორში მათ კორესპონდენტს, გიორგი ახალკაცს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიკროფონი მოპარეს. ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა გუშინ, ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გიორგი ახალკაცი ადვოკატთან ერთად გორის პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა.

„გამოძიება დაწყებულია ქურდობის მუხლით და იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები დაადგენენ, რა ვითარებაში გაუჩინარდა „მთავარი არხის“ კუთვნილი აპარატურა. ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს სამეთვალყურეო კამერების შემოწმება“, – განაცხადა ჟურნალისტმა პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ. 

ორი კვირის წინ, სენაკის თეატრის შენობაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და დღემდე არ დაუბრუნებია. მომხდარის გამო, გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. 23 ივლისს ტელეკომპანიამ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, წულუკიანმა მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, მინისტრმა თავისი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც წაახალისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]