weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა

12:48 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

ქურციკების პოპულაციის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2022 წლის პირველ მარტამდე აიკრძალა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა.

„ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქურციკის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის აკრძალვის შესრულებაზე კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.

ქურციკის აღდგენის პროექტი2013 წლიდან მიმდინარეობს. ქურციკები, ანუ ჯეირნები, საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდნენ, პროექტის დაწყების შემდეგ კი პოპულაციის გამრავლება დაიწყო. გასული წელს საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]