weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე პრემიერი და მაღალჩინოსნები ხალხმრავალ სუფრაზე იყვნენ

20:17 შაბათი, 07 აგვისტო 2021

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს დღეს თანასოფლელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს და სუფრა გაშალეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხმრავალ სუფრასთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილიც ისხდნენ. იქვე იყვნენ სასულიერო პირებიც.

ხალხმრავალი თავყრილობები მთავრობის წარმომადგენლებმა და ეპიდემიოლოგებმა არაერთხელ დაასახელეს ვირუსის გავრცელების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად.

„მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ასევე, ისეთ ღონისძიებებს, როგორსაც წარმოადგენს ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან, როდესაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ ეპიდვითარებას, კლასტერული ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. მნიშვნელოვანია, შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა მოხდეს ეპიდვითარების უფრო მდგრადად შენარჩუნება. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვყავს 4000-მდე ინფიცირებული ყოველდღიურად. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა“, – აცხადებდა გუშინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კი მოქალაქეებს მიმართავს, ღია სივრცეებში, იქ, სადაც 5-6 ადამიანი ერთად იკრიბება, პირბადე გამოიყენონ.

26 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება „უპასუხისმგებლო აქციებს“ დაუკავშირა და მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო, სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ზედმეტი ყურადღება, სიფრთხილე, ზოგადად პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას - იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

7 აგვისტოს, კორონავირუსის 4216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 24 საათის განმავლობაში კი 38 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 ათასს გადააჭარბა, საიდანაც 6426 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი კორონავირუსის „დელტა“ შტამია, რომელსაც უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]