weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კვების ობიექტი, რომელიც ქორწილს, იუბილეს ან ქელეხს უმასპინძლებს, 10 000 ლარით დაჯარიმდება

15:54 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

ქორწილის, იუბილის, ქელეხისა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი მკაცრდება. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, პირველ შემთხვევაში კვების ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო გამეორებისას – დაილუქება.

„კვების ობიექტების მუშაობა შეზრუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტები თუ სხვა სარიტუალო დარბაზების მფლობელები პირველ ჯერზე დაჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა და გამოვლინდა ინფიცირების 2236 ახალი შემთხვევა. დღეისთვის ქვეყანაში ვირუსი 40 233 ადამიანს დადასტურებული, საიდანაც 6641 საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმეა 1328 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]