weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელებით საქართველო მსოფლიოში პირველია

12:04 სამშაბათი, 10 აგვისტო 2021

გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო შვიდ დღეში 100 ათას სულ მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

რუკაზე არსებული მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში დღეში საშუალოდ ინფიცირების 3758 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 101 ახალ შემთხვევას უდრის. ბოლო 14 დღეში, ახალი შემთხვევების რაოდენობა 68%-ით არის გაზრდილი.

ამავე მონაცემებით, ბოლო კვირაში, საქართველოში, დღეში საშუალოდ 36 ადამიანი იღუპება კორონავირუსით. 100 ათას მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.97%-ია.

100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებლით საქართველოს მოსდევს მენის კუნძული, ფიჯი, კუბა, ესვატინი, მალაიზია, გიბრალტარი, ბოტსვანა, ირანი და კვიპროსი.

დღეს, 10 აგვისტოს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 44 536 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 54 ინფიცირებული.

კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2600, რეგიონებში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 678 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ 19“-ის 649 ახალი შემთხვევაა იმერეთში, 363 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 359 –კახეთში, 289 – შიდა ქართლში, 254 – ქვემო ქართლში, 191 – მცხეთა-მთიანეთში, 170 – გურიაში, 103 – სამცხე-ჯავახეთში, 41  – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]