weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გარკვეულ დაწესებულებებში შესაძლოა მხოლოდ აცრილი ან გატესტილი პირები დაუშვან

17:45 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაზე, რომელიც გარკვეულ დაწესებულებებში მხოლოდ კორონავირუსზე აცრილი ან გატესტილი პირების დაშვებას გულისხმობს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, NCDC-ის ხელმძღვანელის რეკომენდაციაა, რომ სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით (ერთი აცრის ან სრული კურსის), ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

თავად ამირან გამყრელიძის თქმით, NCDC-ის ახალი ველოსიპედი არ გამოუგონია და მსგავსი მიდგომა ბევრ ქვეყანაშია.

„სხვადასხვა დაწესებულებებში (როგორიც გახლავთ სამასპინძლო დაწესებულებები, კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, სავარჯიშო დარბაზები და ა.შ.) ჯერჯერობით, სანამ აცრის 10%-იან მაჩვენებელს არ ავცილდებით, დაშვებული იქნენ ერთჯერადად აცრილი ადამიანებიც ან თუ აცრილი არ არის, ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტი უნდა ჰქონდეს ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ჩვენ დღეს ეს საკითხი დავაყენეთ. ალბათ საბჭო კიდევ იმსჯელებს. ჩვენი წინადადება იყო, რომ ხალხი მოემზადოს.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს PRC ან ანტიგენ ტესტი აღარ გაკეთება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში წასვლა, მაშინ კეთილი ინებით და გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. მუნიციპალურ ტრანსპორტთან, კვების ობიექტებთან, ბავშვთა გასართობ ცენტრებთან, ფესტივალებთან და სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებული შეზღუდვები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდში იმოქმედებს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. NCDC-ის მონაცემებით, 12 აგვისტოსთვის ჯამურად ჩატარებულია 715 919 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 218 167 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]