weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

საველე ჰოსპიტლები დღესვე უნდა იყოს შექმნილი – ჩხაიძე

13:29 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საწოლფონდის მხრივ საქართველო კრიტიკულ ზღვარზეა და სავალე ჰოსპიტლები უკვე შექმნილი უნდა იყოს.

„საველე ჰოსპიტალი არ მინდა ისე იყოს წარმოდგენილი, თითქოს ის არის კარავი და კარავში გაშლილი სტაციონარი. ეს არის არასამედიცინო სივრცე, გამოყოფილი არასამედიცინო სამსახურისთვის. ასეთი ტიპის ჰოსპიტლების არსებობა დამატებითი რეზერვია ქვეყანაში, რომელიც აუცილებლდ დღესვე უნდა იყოს შექმნილი. როდესაც უკვე მართლა მივაღწევთ იმ ზღვარს, რომ არა 500 საწოლი იქნება ქვეყანაში თავისუფალი, არამედ 100, მერე გვიან იქნება ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. ასე რომ, ვფიქრობ, დიახ, ახლა ჩვენ კრიტიკულ ზღვარზე ვართ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იყოს უკიდურეს შემთხვევაში, თუმცა საქართველო ამისთვის დღეს უკვე მზად არის. მინისტრმა აღნიშნა, რომ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მომზადებული საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსახურება.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 52 141 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 6986 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პაციენტი. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 8000 საწოლი არის ის მაქსიმალური რაოდენობა, რისი გამოყოფაც ჰოსპიტალურ სექტორს შეუძლია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]