weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას – თეონა ცხომელიძემ „რუსთავი 2“ დატოვა

13:39 სამშაბათი, 17 აგვისტო 2021
ფოტოზე -  გურამ როგავა და თეონა ცხომელიძე ფოტოზე - გურამ როგავა და თეონა ცხომელიძე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტმა და „კურიერის“ წამყვანმა, თეონა ცხომელიძემაც დატოვა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რასაც არ ეთანხმება.

„როცა ამ პროფესიაში ხარ, მართალი უნდა იყო სამთან: მაყურებელთან, შენს რესპონდენტებთან და საკუთარ თავთან. დანარჩენი - მეგობრობა, პირადი ურთერთობები, პოლიტიკოსები (როცა ისინი რესპონდენტები არ არიან), მენეჯმენტიც კი ან უმუშევრად დარჩენით გამოწვეული პრობლემები მეორეხარისხოვანია.

მივდივარ „რუსთავი 2“-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე. არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია. 17 წელი ცოტა არაა პროფესიაში, კარგად რომ გაარჩიო სწორი და არასწორი.

მივდივარ სახლში. წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს და მადლობა ყველას, ვინც აქამდე მომცა შესაძლებლობა როგორც წამყვანს, რეპორტიორსა და პროდიუსერს ისე გამეკეთებინა ჩემი საქმე, როგორც სწორად მიმაჩნდა - მომეყოლა ყველაფერი და ზუსტად ისე, როგორც იყო“, – აცხადებს თეონა ცხომელიძე.

რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გურამ როგავამ დატოვა და სექტემბრიდან მუშაობას „ფორმულში“ გააგრძელებს. როგავამაც თქვა, რომ „რუსთავი 2“-ში საკუთარ თავს ვეღარ ხედავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]