ბოლო კვირაში ინფიცირების ახალი შემთხვევები 65%-ით არის მომატებული. რაც შეეხება სიკვდილობის მაჩვენებელს, საქართველოში დღეში საშუალოდ კორონავირუსით ინფიცირებული 43 ადამიანი იღუპება. 100 ათას მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებელი 1.16%-ია.
კორონავირუსით გავრცელების დინამიკით მეორე ადგილზეა დომინიკა, მას კი მოსდევენ შემდეგი ქვეყნები: კუბა, ისრაელი, ბოტსვანა, მენის კუნძული, მალაიზია, მონტენეგრო, კოსოვო და საფრანგეთი.
დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის 5914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 49 ადამინი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 57 312 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7029 საავადმყოფოებში იმართება. სახლში მკურნალობს 46 833 ინფიცირებული.