weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია შესაძლოა შემოდგომაზე დაიწყოს

16:17 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტსა და საკოორდინაციო საბჭოში მიმდინარეობს მსჯელობა 12 წლის ასაკიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ეს საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც განიხილება და საქართველოში შესაბამის რეკომენდაციას ელოდებიან.

„ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლის დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“. ჯერჯერობით ამ ორი ვაქცინით, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია, დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია.

ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენც... და მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ თანდათან ამ ასაკის პირების აცრებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში ვაქცინაცია ოთხი ვაქცინით ხორციელდება - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. აქედან „ფაიზერით“ აცრა 16 წლიდან მოზარდებსაც შეუძლიათ.

 

ამ თემაზე:

გერმანიაში 12 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაცია გასცეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]