weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჯობია, ყველა, ვინც რთველში ჩაერთვება, ორჯერადად აცრილი იყოს – გამყრელიძე

17:44 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რთველის პერიოდში ადამიანები იქნებიან აცრილი, რადგან ამ დროს ინტენსიურია მუშაობა, ხდება კონტაქტი ადამიანებს შორის, მიმოსვლა. ჯობია, ყველა, ვინც რთველში ჩაერთვება, ორჯერადად აცრილი იყოს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ამირან გამყრელიძე შემოდგომამდე აცრისკენ მოუწოდებს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებსაც.

„ჩვენი მოწოდებაა და ჩვენ წარვდექით საკოორდინაციო საბჭოს წინაშე, რომ შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო უნივერსიტეტებით, უსაფრთხო სკოლებით, უსაფრთხო... ყველაზე დიდი, მასობრივი და მნიშვნელოვანი ღონისძიება შემოდგომაზე იქნება რთველი. ამისთვის, მოვუწოდებ უნივერსიტეტების ყველა სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს, რომ შევხვდეთ შემოდგომას ორჯერ აცრილები; მოვუწოდებ თითოეული სკოლის ყველა პედაგოგსა და იქ მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს, რომ ყველა ორჯერადად აცრილი შევხვდეთ სკოლის დაწყებას, რათა ჩვენი ბავშვები არ დავაინფიციროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსის ინფექციის გავრცელების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცავალა. ამავე პერიოდში ინფიცირების 5914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც კახეთში 452 იყო. ამ ეტაპზე, კორონავირუსის 57 312 მიმდინარე, აქტიური შემთხვევაა. 7029 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1461 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება აცრის მაჩვენებელს, საქართველოში სრულად (ანუ ორივე დოზით) ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]