weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს ექიმების წინააღმდეგ კამპანიის აღკვეთას სთხოვს

19:06 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს, აღკვეთოს ექიმების წინააღმდეგ კამპანია, რომელსაც სასულიერო პირების ერთი ჯგუფი აწარმოებს.

„სულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

გუშინ, 17 აგვისტოს, სასულიერო პირების 11-კაციანმა ჯგუფმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ისინი ანტივაქსერულ გზავნილებს აჟღერებენ. ისინი ამბობენ, რომ ვაქცინაციის პროცესში ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობენ და „ხდება ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება“. ამასთან, მათ არ სჯერათ, რომ საქართველოში კორონავირუსით ბევრი ადამიანი ინფიცირდება და იღუპება.

„ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მონაწილეობდა დოქტორი კულუმბეგოვი, ბოდიში, მენგელი (თუმცა, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. მგონი, არაფერით). ის ადამიანი პატიმრებზე, უფლებააყრილ ადამიანებზე მათი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელებდა ექსპერიმენტებს აცრის და სხვა სახით. რითი განსხვავდებით თქვენ, თეთრ ხალათში იქნებით, თუ მის გარეშე, რომელნიც ადამიანებს ართმევთ თავისუფალ ნებას და აიძუულებთ, რომ აიცრან? - არაფრით არ განსხვავდებით, იგივე ფაშისტები ხართ. იცოდეთ, ძალიან მკაცრნი ვიქნებით ყველას მიმართ, იქნება ეს ხელისუფლების თუ რომელიმე სხვა უწყების წარმომადგენელი“, - ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

11 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ აიცრება თუ არა ის, არ შეიძლება განმსაზღვრელი იყოს სხვებისთვის. მისივე თქმით, „ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება“.

მანამდე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით დადგენილება წმინდა სინოდმა 2021 წლის 11 თებერვალს მიიღო, სადაც, ნათქვამია, რომ საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

 

ამ თემაზე:

1 დოზით აცრილებიდან კლინიკაში მოხვდა 2.85%, ხოლო 2 დოზით აცრილებიდან - 2.13% – ტიკარაძე

ვინ არიან ანტივაქსერები და რა როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს – ინტერვიუ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]