weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებული გალის მკვიდრი, 22 წლის ქალი რუხის საავადმყოფოში კოვიდით გარდაიცვალა

14:42 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

სამეგრელოში, რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოყვანილი 22 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი 26 ივლისს მიიღეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

22 წლის ქალი რეანიმაციაში იყო მოთავსებული. კორონავირუსის გარდა მას თანმხლები დაავადებაც ჰქონდა. გარდაცვლილს დღეს გალში გადაასვენებენ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა და გამოვლინდა ინფიცირების 2354 ახალი შემთხვევა. დღეს ქვეყანაში ვირუსის 56 753 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7400 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ 16 670 ადამიანი აიცრა. საქართველოში სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.3%-ს შეადგენს.

დღეს, რუხის საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებ მოქალქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს რუხის საავადმყოფოში აცრა რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]