weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რატომ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დავწიოთ ასაცრელი პირების ასაკი? – სახალხო დამცველი

13:27 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვაქცინაციის ასაკის დაწევაზე საუბრობს და სვამს კითხვას, რატომ არ განიხილება ეს საკითხი მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდსიტუაციაა და სასწავლო წლის დაწყება ახლოვდება.

„მე არ ვარ საკოორდინაციო საბჭოს წევრი, თუმცა ვარ ვაქცინაციის კომისიის წევრი, სადაც ვცდილობ დავსვა მრავალი საკითხი, მათ შორის, რატომ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას დავწიოთ ასაცრელი პირების ასაკი მაშინ, როდესაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიდსიტუაციაშია დღეს საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ექსტრაორდინალური ვითარებაა და როდესაც ვხედავთ, რომ ამერიკა, სხვა ქვეყნები, ისრაელი დაბლა წევენ ასაკს, რატომ არ განვიხილავთ ჩვენ ამ საკითხს დღეს, მით უმეტეს, სწავლა უნდა დაიწყოს“, – თქვა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვის დროს.

სახალხო დამცველის განცხადებით, უახლოეს დღეებში ბრიფინგს გამართავს, სადაც ისაუბრებს, მათ შორის, ვაქცინაციის სავალდებულოობის საკითხზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველოში 1 010 096 აცრა ჩატარდა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 24.6%), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 (მოზრდილი მოსახლეობის 10.7%). გუშინ, 23 აგვისტოს, 30 067 ადამიანი აიცრა, რაც დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების დინამიკას, ბოლო შვიდ დღეში 100 ათას სულ მოსახლეზე გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დღეში, საშუალოდ, ინფიცირების 4692 და გარდაცვალების 56 შემთხვევა ვლინდება.

გასულ კვირაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტსა და საკოორდინაციო საბჭოში მიმდინარეობს მსჯელობა 12 წლის ასაკიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე. გამყრელიძის თქმით, 12 წლიდან ბავშვების აცრა შესაძლოა შემოდგომაზე გახდეს შესაძლებელი.

დღეს საქართველოში ვაქცინაცია ოთხი ვაქცინით ხდება - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. აქედან „ფაიზერით“ აცრა 16 წლიდან მოზარდებსაც შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]