weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ისრაელმა საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან ამოიღო

13:49 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021

ისრაელის მთავრობამ საქართველო წითელი ქვეყნების ჯგუფიდან ამოიღო და ნარინჯისფერი ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა, რაც ნიშნავს იმას, რომ სექტემბრიდან ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეეძლებათ საქართველოში მოგზაურობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ“ ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო „წითელი“ ქვეყნების სიაში 30 ივლისიდან შევიდა. ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველოში ჩამოსვლა (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) აკრძალულია.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4777 ადამიანი, 60 კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 57 840 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7410 ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბოლო კვირის მონაცემებით, 100 ათას სულ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო ისრაელი – მეექვსეზე. გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, საქართველოში დღეში ინფიცირების საშუალოდ 4692 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 126 ახალი შემთხვევაა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო კვირის მანძილზე, დღეში საშუალოდ 7293 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 81 შემთხვევას უდრის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]