weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დასწრებული სწავლისთვის სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი – გამყრელიძე

17:30 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სკოლებში დასწრებული სწავლის რეკომენდაციას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა ჩამოვა, სკოლაში დასაქმებულთა 80% კი კორონავირუსზე აიცრება. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს რა ეპიდსიტუაციაც არის და რა მაჩვენებლებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ამ დღეებში რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლებაზე. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი, ე.წ. დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ინფიცირების 5924 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.53%-ია, ბოლო 14 დღის – 10.93%, ხოლო ბოლო 7 დღის – 10.72%. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 57 840 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7410 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 10.7%-ია (306 151 ადამიანი) სრულად აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]