weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისში ახალშობილ ტყუპებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათი მდგომარეობა მძიმეა

11:55 პარასკევი, 03 სექტემბერი 2021

კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილი ტყუპი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი კოვიდინფიცირებულია.

ქუთაისში მდებარე კლინიკა „ბომონდის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა ბარათაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ორსულობის 28-ე კვირაზე ჩაუტარდა.

„დედის მძიმე მდგომარეობის გამო, გადაუდებელი ჩვენებით, ჩატარდა საკეისრო კვეთა. ამოყვანილი იქნა ტყუპი ნაყოფი. ცხადია, დაბადებისთანავე ორი ტყუპის ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, რაც განპირობებული იყო რესპირატორული დისტრეს სინდრომით, დღენაკლულობით და ზოგადი უმწიფრობით. ორივე ახალშობილი საჭიროებდა რესპირატორულ დახმარებას, რის გამოც ჩაუტარდათ ტრახეის ინტუბაცია და გადაყვანილი იქნენ ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმზე. ახალშობილებს ჩაუტარდათ PCR კვლევები და ორივე ტყუპი აღმოჩნდა თანდაყოლილი კოვიდინფიცირებული. კორონავირუსის არსებობამ, რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა დინამიკაში მკვეთრად გააუარესა ვირუსული პნევმონიის მრავლობითი კერების არსებობის გამო“, –  განაცხადა მარინა ბარათაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, კლინიკის გუნდის მთელი ძალისხმევა მიმართულია ტყუპების სიცოცხლის გადასარჩენად.

რაც შეეხება ახალშობილების დედას, 47 წლის ქალი ქუთაისის კლინიკიდან თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

ბოლო 48 საათში, საქართველოში კორონავირუსით 163 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]